|
2018-04-26 15:41:25, 1529 ნახვა
კომენტარი
კახიძე: ივანიშვილის თანაშემწეებს არ ეყოთ პოლიტიკური წონა, ქვეყანა ემართათ
"ევროპული საქართველოს" წევრის ოთარ კახიძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება პოლიტიკაში მმართველი გუნდის დასასრულის დასაწყისის მაჩვენებელია. როგორც კახიძემ აღნიშნა, "ქართული ოცნების" არაპოპულარობა საზოგადოებაში იზრდება. "ბიძინას "მეორედ მოსვლა" ქართული ოცნების დასასრულის დასაწყისზე მიანიშნებს. ივანიშვილი ისედაც იყო ქართული ოცნების არაფორმალური ლიდერი, რომელიც იღებდა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ყოველდღიური მენეჯმენტი მიბარებული ჰქონდა საკუთარი თანაშემწეებისთვის, რომლებსაც აშკარად არ ეყოთ არც კომპეტენცია და არც პოლიტიკური წონა, ემართათ ქვეყანა და პარტიული პროცესი. ივანიშვილის ოფიციალურად დაბრუნება ქართული ოცნების თავმჯდომარედ, ადასტურებს: - აშკარა კრიზისს მმართველ პარტიაში, რაც ისედაც თვალსაჩინო იყო ბოლო ხანებში; - ოცნების ზრდად არაპოპულარულობას ხალხში - მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების წინ", - წერს ოთარ კახიძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე. ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ბრუნდება. როგორც მოქმედმა პრემიერმა, გიორგი კვირიკაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ივანიშვილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)