|
2018-04-26 14:50:54, 1817 ნახვა
კომენტარი
მდინარაძე: ძალიან დიდი ხანია, რაც ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებაზე მიდის საუბარი
საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვლის პარტიის თავმჯდომარედ დაბრუნება ახალი და პოზიტიური იმპულსია. მისივე შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება პარტიას კიდევ უფრო გააძლიერებს. "მმართველი პარტიის გაძლერება ნიშნავს ქვეყნის გაძლიერებას. ეს ჩვენ ძალიან წაგვადგება. ძალიან დიდი ხანია, რაც ამაზე მიდის საუბარი და ეს ახალი არ არის. ბატონი ბიძინა საბოლოოდ დათანხმდა ამ წინადადებას. კარგია, რომ ეს საზოგადოებისთვის ყრილობამდე გახდა ცნობილი. საუბარი არ არის გადარჩენაზე, საუბარია ახალ ტალღაზე რომელიც გააძლიერებს მმართველ პარტიას ბატონი ბიძინას ხელმძღვანელობით. არჩევნებდან არჩევნებამდე პარტია ძლიერდებოდა, თუმცა კიდევ უფრო მეტი პოზიტივისთვის და სწორი მენეჯმენტისთვის და იმისათვის, რომ ასეთი ავტორიტეტის მქონე ადამიანმა თავისი რესურსი გამოიყენოს მისივე დაფუძნებული პარტიის გაძლიერებისთვის, ამიტომ დაეთანხმა ჩვენს შეთავაზებას",-განაცხაფა მდინარაძემ. ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ბრუნდება. როგორც მოქმედმა პრემიერმა, გიორგი კვირიკაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ივანიშვილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)