|
2018-04-26 14:13:41, 1772 ნახვა
კომენტარი
კაპანაძე: ივანიშვილი არსად წასულა - ის პოლიტიკაში მუდამ იყო ჩართული, უბრალოდ არაფორმალურად
„ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან არსად წასულა. ის მუდამ იყო ჩართული, უბრალოდ არაფორმალურად“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგი კაპანაძემ „ექსპრესნიუსს“ განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, ივანიშვილი თავისი გამოჩენით „ქართულ ოცნებაში“ არსებული კრიზისის დარეგულირებას ცდილობს. „პარტიაში სერიოზული კრიზისია და ასე დაბრუნებით ცდილობს, რომ ის დაარეგულიროს. საბოლოო ჯამში ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მაინც ის იღებდა. ამიტომ, ამ სიტუაციას ბიძინა ივანიშვილის ე.წ. დაბრუნება და პარტიის თავჯდომარეობა არ უშველის, არამედ მათი დამარცხება და ხელისუფლების შეცვლა“,- განაცხადა კაპანაძემ. ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ბრუნდება. როგორც მოქმედმა პრემიერმა, გიორგი კვირიკაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ივანიშვილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)