|
2018-04-26 13:46:21, 1760 ნახვა
კომენტარი
კობახიძე: ბიძინა ივანიშვილი რეფორმების ახალ ტალღას ჩაუდგება სათავეში
პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბიძინა ივანიშვილი, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის შეთავაზებას დათანხმდა. კობახიძის თქმით, ივანიშვილი პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას შესაბამისი ფორმალური პროცედურების შემდეგ დაიკავებს. “ჩვენ ძალიან ხშირად ვსაუბრობდით იმაზე რომ საჭიროა შესაბამისი ზომების მიღება, რათა კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს ჩვენი პოლიტიკური პარტია, საჭიროა ჩვენი პარტია საბოლოოდ ჩამოყალიბდეს როგორც ევროპული ტიპის პოლიტიკური გაერთიანება. ამას სჭირდება განსაკუთრებული ძალისხმევა, რესურსი და ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარტიას სათავეში ჩაუდგება ბიძინა ივანიშვილი, რომელიც სათავეში ჩაუდგება რეფორმების ახალ ტალღას ჩვენს პარტიაში“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ბრუნდება. როგორც მოქმედმა პრემიერმა, გიორგი კვირიკაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ივანიშვილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)