02:37 - 05 Nov, 2026
|
2018-04-26 13:42:40, 1803 ნახვა
კომენტარი
კობახიძე: ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება საკადრო საკითხებზე გავლენას არ მოახდენს
პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება, საკადრო ცვლილებებს არ გამოიწვევს. „ეს გადაწყვეტილება არანაირ გავლენას არ მოახდენს სხვა საკადრო საკითხებზე, გადაწყვეტილებებზე, ყველაფერი რჩება ისე როგორც არის - პარლამენტის თავმჯდომარე, პრემიერი და ა.შ. საუბარია იმაზე რომ ბიძინა ივანიშვილი სათავეში ჩაუდგება პარტიას და ის პოლიტიკურ პროცესებში იქნება ჩართული, როგორც პარტიის თავმჯდომარე“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ბრუნდება. როგორც მოქმედმა პრემიერმა, გიორგი კვირიკაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ივანიშვილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)