|
2015-05-22 19:15:28, 852 ნახვა
ეკონომიკა
პროექტის „მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობა საქართველოში“ პირველი ეტაპი დასრულებულია
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „მეწარმეობის განვითარების სააგენტოს“ ინიციატივით შემუშავებული პროექტის „მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობა საქართველოში“ პირველი ეტაპი, რომელიც ბიზნეს იდეების წარმოდგენას გულისხმობდა, დასრულებულია. სამთავრობო ინიციატივის „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში, 15 მარტს მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის მიზნით ბიზნეს იდეების წარმოდგენის კონკურსმა სტარტი აიღო. პროექტის ფარგლებში, შერჩეული ბიზნეს იდეის განხორციელებაში ჩართული მეწარმე სუბიექტები დაფინანსდებიან 5000 ლარის ოდენობით (მეწარმეთა ორ კაციანი ჯგუფის შემთხვევაში 10 000 ლარი, ხოლო სამ კაციანი ჯგუფის არსებობის შემთხვევაში კი 15 000 ლარის ოდენობით). მოცემულ კონკურსში ჩართვის შესაძლებლობა ჰქონდა ნებისმიერ მოქალაქეს, რომელსაც არ გააჩნდა სახელმწიფოს მიმართ დავალიანება, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე პირებს, ისევე როგორც მიკრო და მცირე ბიზნესის სტატუსის მეწარმეებს. პროგრამის განსახორციელებლად ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოიყო 20 000 000 ლარი, ფინანსური მხარდაჭერის ხანგრძლივობის ვადად კი 26 თვე განისაზღვრა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)