|
2018-04-26 11:34:15, 1678 ნახვა
კომენტარი
თალაკვაძე: დღევანდელი შეხვედრის მიზანი პარტიის წინაშე არსებული ამოცანების განხილვა და ყრილობისთვის მომზადებაა
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის ინფორმაციით, მმართველი გუნდის ოფისში დაგეგმილი შეხვედრის მიზანი, პარტიული ყრილობისთვის მომზადებაა. როგორც თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრაზე არ იქნება განხილული ის საკითხები, რომლებიც პარტიის შიგნით არსებობს. „უნდა მოვემზადოთ პარტიის ყრილობისთვის, რაც ორიენტირებული იქნება ეფექტიანობის გაზრდაზე და პოლიტიკურ პროცესს კიდევ უფრო გააჯანსაღებს. აღნიშნული შეხვედრის მიზანია, პარტიის წინაშე არსებული ამოცანების განხილვა“,- განაცხადა თალაკვაძემ. მანვე აღნიშნა, რომ მისთვის უცნობია, დაესწრება თუ არა დღევანდელ შეხვედრას პარტიის დამფუძნებელი და ყოფილი პრემიერ მინისტრი ბიძინა ივანიშვილი. ცნობისთვის, „ქართული ოცნები“ ცენტრალურ ოფისში პარტიის ხელმძღვანელობის, საპარლამენტო სპიკერატის წარმომადგენლების, ფრაქციებისა და კომიტეტების თავმჯდომარეების შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრას პარტიის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც ესწრება.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)