|
2018-04-24 16:51:19, 1576 ნახვა
კომენტარი
სოფელ ფერმის მკვიდრი: დედაჩემს ცხვირი მოაჭრეს, მამაჩემს სახე დაუსერეს - ოქრო და ფული წაგვართვეს
კასპის რაიონის სოფელ ფერმაში მცხოვრები საბინა ალიოღლიმ მისი ოჯახის დაყაჩაღებისა და მშობლების წამების დეტალებზე იხსენებს. როგორც ალიოღლი აცხადებს, ყაჩაღებმა ისინი ჯერ დააბეს, შემდეგ აწამეს და თანა და სამკაულები წაიღეს. „სამი ნიღბიანი კაცი დაგვესხა თავს. დაგვაბეს. გვითხრეს ამოიღეთ ფული რაც გაქვთო. მამაჩემი სცემეს, დედაჩემიც. სახეზე დანა დაუსვეს. შემდეგ სხვა ოთახში შეგვიყვანეს, იქ სულ დახიეს ყველაფერი, ეძებდნენ რაღაცას. რაც გქვონდა ოქრო და ფული მივეცით, თანხა 2000 ლარი იყო. ორს იარაღი ეჭირა და სამივეს ჰქონდა დანა. მამაჩემს თავი და ორივე თვალი აქვს გასიებული, სახე აქვს გაჭრილი, დედაჩემს ცხვირი მოაჭრეს, სახე გაკერილი აქვს. გვითხრეს, ხვალ რომ გნახოთ პოლიციაში ან ტელევიზიაშიო იმ დღესვე მოგჭრითო“, - განუცხადა „რუსთავი 2“-ს საბინა ალიოღლიმ. კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერმაში ერთ-ერთი ოჯახი დააყაჩაღეს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. სახლში სამი ნიღბიანი პირი შეიჭრა და ოჯახის ორ წევრს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა ისინი საავადმყოფოდან მალევე გაწერეს. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობას გულისხმობს. დანაშაული ხუთიდან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
WP: ტრამპმა რესპუბლიკელ დონორებს უთხრა, რომ ვენსი მის მემკვიდრედ სურს
ლაიფციგში დრონის ინციდენტი: უკრაინულ თვითმფრინავს საბრძოლო მასალა გადაჰქონდა
აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიუროს დირექტორი ჩინეთთან და რუსეთთან უპრეცედენტო კავშირებს ამყარებს
პროკურატურა - სანიტარს, რომელმაც ახალშობილი შვილი მოკლა, 4 წლით პატიმრობა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)