|
2018-04-23 13:25:20, 1851 ნახვა
პოლიტიკა
პაოლო ალი: საქართველო ნატოს წევრი აუცილებლად გახდება
ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პაოლო ალის განცხადებით, საქართველო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი აუცილებლად გახდება. როგორც ალიმ განმარტა, ასამბლეა საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს ყოველთვის მხარს უჭერდა. ასამბლეის პრეზიდენტმა რუსეთის საოკუპაციო ქმედებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კრემლი ცდილობს მისი მეზობელი ქვეყნების ევროინტეგრაცია შეაჩეროს. „2008 წელს რუსეთის მხრიდან საქართველოს მიმართ განხორციელებული აგრესიის შემდეგ ასამბლეამ დაუყოვნებლივ დაგმო აგრესია და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა. რუსეთი განაგრძობს საქართველოს ტერიტორიების - აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რეგიონების ოკუპაციას. მისი აგრესია უკრაინაში, ყირიმის აგრესია - მისი მცდელობის ნაწილია, საფრთხის ქვეშ დააყენოს მთელი რიგი ქვეყნების სუვერენიტეტი. კრემლი ცდილობს შეაჩეროს მისი მეზობელი ქვეყნების ევროინტეგრაცია, მუშაობს პირდაპირ ასადის რეჟიმთან და ირანთან. როგორც ალიანსის ლიდერებმა განაცხადეს საქართველო გახდება ნატოს წევრი. სრული ინტეგრაცია მოითხოვს დროს და რეფორმების გატარებას“,- განაცხადა პაოლო ალიმ.
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
რუსეთის ირკუტსკისრეგიონში ჭირის ინფექციის გამო საავადმყოფოში თითქმის 200 ადამიანია მოთავსებული
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)