|
2018-04-21 15:04:34, 2420 ნახვა
სამართალი
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: საქართველოს მთავრობამ და სასამართლომ ვანო მერაბიშვილის უფლებები დაარღვია
საქართველოს მთავრობამ და სასამართლომ დაარღვია ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის უფლებები 2013 წელს, მისი წინასწარი პატიმრობის დროს, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის 2017 წლის ანგარიშშია ნათქვამი. ამასთან, ანგარიშის თანახმად, ვანო მერაბიშვილის დაკავების შესახებ გადაწყვეტილება ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს სტანდარტებს არ არღვევს. "2016 წლის სექტემბერში კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს დავით ახალაიას და შინაგანაც საქმეთა სამინისტროს სამ ყოფილ მაღალჩინოსანს ბრალი 2011 წელს საპროტესტო აქციების დარბევის გამო წაუყენეს. დარბევის შესახებ განკარგულება სავარაუდოდ მაშინდელმა შს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა გასცა, რომელიც ამ დრომდე პატიმრობაში რჩება. ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ საქართველოს ხელისუფლებას მერაბიშვილისთვის 4 ათასი ევროს გადახდა დააკისრა", - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.
გარდაიცვალა პუტინისტი და უკრაინული შოუ „X-ფაქტორის“ ყოფილი მოსამართლე სერგეი სოსედოვი
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროპა გააფრთხილა აშშ-სა და ისრაელის მხარდაჭერის შედეგების შესახებ
ზელენსკიმ გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან რუსეთს ენერგეტიკულ სექტორზე საპასუხო დარტყმებით დაემუქრა
რუსი ჟურნალისტი და ბლოგერი იური დუდი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში დაამატეს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)