|
2018-04-20 16:44:31, 1830 ნახვა
კომენტარი
კობახიძე „რუსთავი 2“-ის საქმეზე: ამ საკითხზე სტრასბურგის სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას
"რუსთავი 2"-ის საკითხი არის ახლა სტრასბურგის სასამართლოს მსჯელობის საგანი და სტრასბურგის სასამართლო მიიღებს ამაზე გადაწყვეტილებას. რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლების პოზიციას, ხელისუფლება წარმოადგენს სახელმწიფოს ინტერესებს, შესაბამისი უწყებები წარმოადგენენ სახელმწიფოს ინტერესებს სტრასბურგის სასამართლოში და ბუნებრივია ისინი მოქმედებენ საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში",-ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, მმართველი გუნდის ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა მედიაპლურალიზმია, რომელიც აუცილებლად იქნება უზრუნველყოფილი საქართველოში. „ყველაფერი იქნება კარგად მედიაპლურალიზმის მიმართულებით. ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა 2012 წლის შემდეგ არის სწორედ მედიაპლურალიზმი და მედიაპლურალიზმი აუცილებლად იქნება შენარჩუნებული და უზრუნველყოფილი საქართველოში",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)