|
2018-04-20 16:28:59, 1759 ნახვა
კომენტარი
ირაკლი კობახიძე: მმართველი გუნდი პრეზიდენტობის კანდიდატს, სავარაუდოდ, ზაფხულის მეორე ნახევარში დაასახელებს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მმართველი გუნდი პრეზიდენტობის კანდიდატს ოფიციალურად, სავარაუდოდ, ზაფხულის მეორე ნახევარში დაასახელებს. მისი თქმით, ჯერჯერობით კანდიდატის დასახელება ნაადრევია და ამასთან დაკავშირებით, მხოლოდ ერთგვარი წინასწარი კონსულტაციები გაიმართა. „ჯერჯერობით კანდიდატის დასახელება არის ნაადრევი, სავარაუდოდ ზაფხულის მეორე ნახევარში, სადღაც, ივლისში, აგვისტოში დასახელდება ჩვენს მიერ უკვე ოფიციალურად პრეზიდენტობის კანდიდატი. მხოლოდ და მხოლოდ ერთგვარი წინასწარი კონსულტაციები იყო გამართული. კონსულტაციებსაც ვერ დავარქმევ ამას, რა მსჯელობაც ჩვენ გვქონდა აქამდე. გაგრძელდება, რა თქმა უნდა, განხილვები და ამის საფუძველზე ჩვენ შევჯერდებით საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით",- განუცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)