|
2018-04-20 16:21:53, 1552 ნახვა
კომენტარი
ირაკლი კობახიძე: ეთიკის კოდექსთან დაკავშირებით პარლამენტში ახალი ინიციატივა შემოვა
„ახალი ინიციატივა შემოვა პარლამენტში და მის საფუძველზე, ჩვენ, დარწმუნებული ვარ, შევთანხმდებით ახალ დოკუმენტზე",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ეთიკის კოდექსზე" საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, გუშინ, პლენარულ სხდომაზე კენჭისყრისთვის წარმოდგენილ დოკუმენტთან დაკავშირებით, გარკვეული შენიშვნები იყო. „ჩვენ გვაქვს დრო იმისათვის, რომ ვიმსჯელოთ. ახალი ინიციატივა შემოვა პარლამენტში და მის საფუძველზე, ჩვენ, დარწმუნებული ვარ, შევთანხმდებით ახალ დოკუმენტზე. ამ საკითხზე მუშაობა დაიწყო დიდი ხნის წინ. იყო მათ შორის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაცია, რომ ასეთი კოდექსი შემუშავდეს. მე არ ვთვლი, რომ არის რამე განსაკუთრებული პრობლემები, რომელთა გადაჭრასაც ჭირდება რაიმე განსაკუთრებული დოკუმენტის მიღება, თუმცა იმისათვის, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში უზრუნველყოფილი იყოს რაიმე სირთულეების პრევენცია, ასეთი ეთიკის კოდექსის მიღება მიზანშეუწონელი არ არის",-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)