|
2018-04-20 15:41:22, 2077 ნახვა
მსოფლიო
ერევანში ანტისამთავრობო აქციაზე დაკავებულთა რიცხვი 166-მდე გაიზარდა
ერევანში ანტისამთავრობო აქციაზე დაკავებულთა რიცხვი 166-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" ერევნის პოლიციის პრესსამსახურის უფროსზე ედგარ ჯანოიანზე დაყრდნობით იუწყება. "ამ ეტაპზე განყოფილებაში 166 ადამიანია გადაყვანილი. სამართალდამცველებმა ის მომიტინგეები დააკავეს, ვინც ქუჩების ბლოკირებას ახდენდა", - განაცხადა ჯანოიანმა. მედია საშუალების ინფორმაციით, ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენისთვის პოლიცია ევაკუატორებს იყენებს. ქუჩებიდან ის ავტომობილებიც გაყავთ, რომლებშიც მძღოლები და მგზავრები იმყოფებიან. მანამდე ვრჩელდებოდა ცნობა, 83 დაკავებულის შესახებ. ერევანში აქცია დილიდან განახლდა. ამასთან, დილიდან ფაშანიანმა სატრანსპორტო კომუნიკაციების ბლოკირების დაწყების შესახებ განაცხადა. ცნობისთვის, ვითარება ერევანში 16 აპრილს დაიძაბა, როდესაც მომიტინგეებმა პარლამენტის შენობაში შეღწევა სცადეს. აღნიშნულს მოჰყვა ფიზიკური დაპირისპირება, რის შედეგადაც 46 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 6 პოლიციელი. შეგახსენებთ, რომ 31 მარტიდან პარტია „სამოქალაქო თანხმობა“ სომხეთის ქალაქებში მსვლელობებს მართავდა, რაც 13 აპრილს ერევანში გამართული მიტინგით და საფრანგეთის მოედანზე მჯდომარე აქციით დასრულდა. 14 აპრილს აქციის მონაწილეები სომხეთის საზოგადოებრივი რადიოს შენობაში შეიჭრნენ და ეთერი მოითხოვეს. ოპოზიცია გრძელვადიან აქციებსა და გაფიცვებს აანონსებს. აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრად სერჟ სარგსიანის დანიშვნას აპროტესტებენ. ამასთან, სომხეთის პარლამენტმა პრემიერის პოსტზე სერჟ სარგსიანი 17 აპრილს, ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა.
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)