|
2018-04-20 15:35:39, 1726 ნახვა
კომენტარი
კალაძე: ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს, რომ ტურისტებმა რაც შეიძლება მეტი დრო გაატარონ დედაქალაქში
თბილისის მერმა კახა კალაძემ ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, პროექტი ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს. "ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ჩვენ ძალიან ბევრს ვსაუბრობდით ეკონომიკურ განვითარებაზე, ქალაქში ეკონომიკური პროექტების განხორციელებაზე და ამ მიმართულების ერთ-ერთი კომპონენტია ღამის ეკონომიკის განვითარება. ჩვენ წარმოვადგინეთ ჩვენი ხედვა, ჩვენი კონცეფცია თუ რა უნდა გაკეთდეს. ამას მხოლოდ მერია ვერ განახორციელებს. მნიშვნელოვანია სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლების ჩართულობა. ასევე მნიშვნელოვანია ბიზნესის აქტიურობა ამ პროექტის განხორციელებაში. ეს ჩვენ მოგვცემს საშუალებას დამატებითი სამუშაო ადგილების შევქმნათ, ხელი შევუწყოთ კონკრეტული რაიონების განვითარებას, უსაფრთხოების საკითხების მოწესრიგებას. საკმაოდ მასშტაბური პროექტია და დარწმუნებული ვარ, რომ ნაბიჯები, რომელიც ჩვენ გვაქვს დაგეგმილი წაადგება დედაქალაქის განვითარებას. ძალიან ბევრი გვექნება სამუშაო. ამ კონკრეტულ პროექტს ბატონი სერგი გვარჯალაძე უხელმძღვანელებს. ჩვენ ახლა პირველ ნაბიჯებს ვდგამთ ამ მიმართულებით, თუმცა ძალიან დიდია ენთუზიაზმი, რომ ეს მიმართულება განვითარდეს რადგან ის მნიშვნელოვანია ქალაქისთვის. ეს არის დამატებითი შემოსავლები, ეს კეთდება ყველა მოქალაქისთვის, ყველა ოჯახისთვის. ამას მოჰყვება ტურისტული განვითარება. უფრო მეტი ტურისტი ჩამოვა. თუ დღეს ტურისტი 2-3 დღე რჩება დედაქალაქში ამის შემდეგ 5-6 დღე დარჩება. ამ პროექტს საკმაოდ სერიოზულად ვუყურებთ. ჩატარდება კვლევა და ამის შემდეგ შევჯერდებით სტრატეგიაზე",-განაცხადა კალაძემ.
ლაიფციგში დრონის ინციდენტი: უკრაინულ თვითმფრინავს საბრძოლო მასალა გადაჰქონდა
აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიუროს დირექტორი ჩინეთთან და რუსეთთან უპრეცედენტო კავშირებს ამყარებს
პროკურატურა - სანიტარს, რომელმაც ახალშობილი შვილი მოკლა, 4 წლით პატიმრობა მიესაჯა
საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების მეორე კვირის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)