|
2018-04-20 13:31:18, 2211 ნახვა
მსოფლიო
„ბრიტანეთი გენოციდში მსოფლიო რეკორდსმენია“ - ზახაროვამ ლონდონი გრიგოლ რასპუტინის მკვლელობაში დაადანაშაულა
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ბრიტანული სპეცსამსახურები გრიგოლ რასპუტინის მკვლელობაში დაადანაშაულა, - ამის შესახებ "რადიო თავისუფლების" რუსული ბიურო იუწყება. როგორც ზახაროვამ აღნიშნა, მსგავსი დასკვნის გაკეთება სკოტლანდ-იარდის ყოფილი თანამშრომლის, რიჩარდ კალენის წიგნის წაკითხვის შემდეგ შეიძლება. მისივე თქმით, წიგნში ბრიტანული დაზვერვის საარქივო დოკუმენტებია გამოყენებული. გარდა ამისა, ზახაროვას ბრალდებების თანახმად, რუსეთის იმპერატორის, პავლე I-სა და კონგოს პოლიტიკოსის, პატრის ლუმუმბუს მკვლელობაში ლონდონის თანამონაწილეობა იკვეთება. მარია ზახაროვამ დიდი ბრიტანეთს "გენოციდში მსოფლიო რეკორდსმენიც" უწოდა და აღნიშნა, რომ ბრიტანელებმა ავსტრალიაში აბორიგენების 95 პროცენტი მოკლეს. მანვე განმარტა, რომ ამის თქმა ბრიტანეთის ბრალდებების საპასუხოდ მოუწია. ცნობისთვის, გრიგოლ რასპუტინი რუსეთში მე-20 საუკუნის დასაწყისში ცნობილი მკურნალი იყო. ამასთან, მას ნათელმხილველის ნიჭს მიაწერდნენ და საკმაოდ დიდი გავლენა ჰქონდა რუსეთის რომანოვების დინასტიაზე. რასპუტინი 1916 წელს მოკლეს. მისი მკვლელობის ურთიერთგამომრიცხავი რამდენიმე ვერსია არსებობს. 1914 წელს რუსეთი პირველ მსოფლიო ომში ჩაება. მომდევნო წელს მეფე დედაქალაქიდან გაემგზავრა, რათა რუსული არმიის მთავარსარდლობა ეთავა. მის არყოფნაში რასპუტინმა დედოფალს რიგი მინისტრები მოახსნევინა და მათ ადგილას საკუთარი კანდიდატები დანიშნა. როგორც ცნობილია რასპუტინს ალექსანდრაზე აუხსნელი გავლენა ჰქონდა. ხალხის საყოველთაო უკმაყოფილება, რომელიც შემდეგ 1917 წლის რევოლუციით დასრულდა, დიდწილად სწორედ რასპუტინისა და დედოფლის ქცევებმა გამოიწვია. დიდებულთა ერთმა ჯგუფმა, რასპუტინის ეშმაკეული გავლენისაგან თავის დასაღწევად, მისი მოკვლა განიზრახა. ჯერ მოწამლეს, შემდეგ, ესროლეს თუმცა, იგი მაინც ცოცხალი იყო. ბოლოს რასპუტინი მდინარე ნევაში გადააგდეს და დაახრჩვეს. შეგახსენებთ, რომ დიდი ბრიტანეთი რუსეთს ყოფილი ჯაშუშის სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის მოწამვლაში ადანაშაულებს.
საქართველოს მხარეზე მებრძოლი UNA-UNSO-ს დამფუძნებელი, მიკოლა კარპიუკი ოკუპანტებთან ბრძოლაში დაიძღუპა
არჩევნები ბერლინი და მეკლენბურგ-წინა პომერანიაში: AfD ლიდერობს, თუმცა მთავრობას ვერსად ჩამოაყალიბებს
ჰუსიტებმა პირველად შეუტიეს საუდის არაბეთის დედაქალაქს
მოსკოვში „გაზპრომ ნეფტის“ ბენზინგასამართ სადგურებზე დრონით თავდასხმის შემდეგ, ბენზინი გაქრა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)