|
2018-04-20 13:10:18, 2120 ნახვა
მსოფლიო
ასადმა საფრანგეთს საპატიო ლეგიონის ორდენი დაუბრუნა
სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა საფრანგეთს საპატიო ლეგიონის ორდენი დაუბრუნა, - ამის შესახებ BBC იუწყება. როგორც ასადმა განაცხადა, ის არ აპირებს, ამერიკის შეერთებული შტატების "მონა" ქვეყნის, საფრანგეთის ორდენი ატაროს. ასადის პრესასამსახურის ინფორმაციით, ოფიციალური დამასკოს უკმაყოფილება ფრანგული ავიაციის მიერ სირიაზე მიტანილმა იერიშმა გამოიწვია, რომლის ინიციატორი ამერკა იყო. "საფრანგეთი მონწილეობდა სირიაზე მიტანილ იერიშში. პრეზიდენტისთვის მიუღებელია მონური რეჟიმის მიერ გაცემული ორდერის ტარება, იმ ქვეყნის, რომელიც ამერიკას ემსახურება, ტერორისტებს მხარს უჭერს და სუვერენულ ქვეყანას თავს ესხმის. კოლონიზაციის დრო მორჩა და სირიის მოსახლეობა, რომელიც 7 წლის განმავლობაში ტერორიზმს ებრძოდა, არ შეუშინდება არაფერს", - ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, 17 აპრილს საფრანგეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადს საპატიო ლეგიონის ორდენს ჩამოართმევდა. შესაბამისი პროცედურები საფრანგეთის ხელისუფლებას უკვე დაწყებული ჰქონდა. ბაშარ ასადმა საპატიო ლეგიონის ორდენი 2001 წელს საფრანგეთის იმ დროინდელმა პრეზიდენტმა ჟაკ შირაკმა გადასცა. აღნიშნული ჯილდო ასადს ეკონომიკური და პოლიტიკური რეფორმებისთვის მიენიჭა, რომელიც მან პრეზიდენტობის პირველ თვეებში განახორციელა. ბაშარ ასადი სირიის პრეზიდენტის პოსტს 2000 წლიდან იკავებს. შეგახსენებთ, რომ 14 აპრილს საერთაშორისო კოალიციამ, რომელშიც ამერიკა, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი შედის, სირიაზე სარაკეტო იერი მიიტანა.
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)