|
2018-04-19 20:24:54, 1790 ნახვა
კომენტარი
პაპუაშვილი: ივანიშვილთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია ასეთია - არც ბელადები უნდა გვჭირდებოდეს და არც ყოჩები
ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილე, ზაზა პაპუაშვილი არ ეთანხმება მმართველ გუნდში დეპუტატების ძველ და ახალ სახეებად დაყოფას. რიგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ამ ტერმინოლოგიის გამოყენება შეურაცხმყოფელია. „ვინც ეს ტერმინოლოგია დაამკვიდრა ძველი და ახალი სახეები, ეს არის შეურაცხმყოფელი. ამიტომ ვინც არიან ასეთი დაყოფის, დანაწევრებისა და ამ ტერმინოლოგიის შემოღების ავტორები უნდა გაირკვეს“,- აღნიშნა პაპუაშვილმა. პოლიტიკოსმა ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ქვეყანას „ბელადები და ყოჩები“ არ სჭირდება. „ჩემი დამოკიდებულება ასეთია ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით - ჩვენ არ ვართ ადამიანები და არც უნდა ვიყოთ, რომ ყოჩებს და ბელადებს ვეძებდეთ. ეს კატეგორიულად არ მიმაჩნია სწორად. უფრო მეტს ვიტყვი, ასეთივე შეხედულება აქვს მასაც ამ ცხოვრებისეულ დამოკიდებულებასთან. ჩვენ არც ბელადები უნდა გვჭირდებოდეს და არც ყოჩები. ჩვენ უნდა ავაშენოთ ქვეყანა, სადაც შეიცვლებიან მთავრობებიც, მაგრამ უნდა შევძლოთ ცხოვრება, გაგრძელდეს ინსტიტუციურად, როგორც იგება ჩვეულებრივი თანამედროვე სახელმწიფო“, - განაცხადა ზაზა პაპუაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)