|
2018-04-19 14:32:58, 1567 ნახვა
კომენტარი
ჯანელიძე: ევროინტეგრაცია მნიშნველოვანია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისთვის
ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია მნიშნველოვანია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისთვის- ამის შესახებ, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანლიძემ განაცხადა. ჯანელიძემ, ნატო-ს დღეების ფარგლებში, კახეთის რეგიონის ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებთან, უმცირესობების, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას პრემიერ-მინისტრის ინიციატივაზე „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ" ისაუბრა. მისი განცხადებით, მთავრობის ეს ინიციატივა უკავშირდება ახალი, მათ შორის საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესით არსებული შესაძლებლობის შეთავაზებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანებისთვის. „ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებთან შერიგების, ხიდების აგების, ახალი შესაძლებლობების გამონახვისთვის ყველაზე კარგი შესაძლებლობა არის ჩვენი ევროპული ინტეგრაცია, რომელსაც ჩვენი მოქალაქეებისთვის სიკეთეები მოაქვს. ჩვენ გვინდა რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანები, სტუდენტები, სარგებლობდნენ ისეთივე შესაძლებლობებით, როგორც თქვენ სარგებლობთ. მათაც ჰქონდეთ საშუალება, რომ იმოგზაურონ ევროპაში იმ შესაძლებლობებით რომელიც საქართველოსთვის არის მოცემული და მონიჭებული. ისინი საქართველოს ნაწილი არიან და უნდა აღიზარდონ და განვითარდნენ, როგორც საქართველოს ნაწილი. ჩვენ მხოლოდ ამ შემთხვევაში შევძლებთ ადამიანების დაახლოვებას და ომით და საოკუპაციო ხაზით, საოკუპაციო ჯარებით გაყოფილი საზოგადოების გაერთიანებას."- განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ. ნატოს დღეები წელს მეთერთმეტედ აღინიშნება და 16 აპრილიდან 1 მაისამდე გაგრძელდება. ღონისძიება საქართველოში სსიპ „საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ" ორგანიზებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისისა და საქართველოში ბულგარეთის საელჩოს (ნატოს საკონტაქტო საელჩო) მხარდაჭერით იმართება.
პროკურატურა - სანიტარს, რომელმაც ახალშობილი შვილი მოკლა, 4 წლით პატიმრობა მიესაჯა
საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების მეორე კვირის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის საქმეზე 1 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)