21:24 - 23 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-22 12:50:06, 797 ნახვა

ეკონომიკა
ჰენრი კერალი: საქართველოს მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა საკმაოდ სწორად იმოქმედეს

საქართველოს მთავრობა და ეროვნული ბანკი ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებულ საკითხებს ძალიან სწორად გაუმკლავდა, - ამის შესახებ მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ-კავკასიაში ჰენრი კერალიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობამ ეკონომიკური ზრდის პროცესის გაგრძელებისათვის სათანადო ზომები მიიღო.

„ჩვენი შეფასებით, მთავრობა და ეროვნული ბანკი ამ პროცესებს ძალიან კარგად გაუმკლავდა. მათ სათანადო ზომები მიიღეს, რათა მონეტარული პოლიტიკა სტაბილური ყოფილიყო და ეკონომიკური ზრდა გაგრძელებულიყო. ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ, რომ პირველ კვარტალში, საქართველოს ეკონომიკური ზრდა 3%-ზე მეტი იყო, როდესაც რუსეთში, უკრაინაში, თურქეთსა და სომხეთში ეს მაჩვენებელი გაცილებით დაბალია. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, საქართველოს არის ქვეყანა, რომლის ეკონომიკაც რეგიონში ვითარდება“, - განაცხადა კერალიმ.

მისივე განცხადებით, ამ პროცესების შედეგად ლარმა ბოლო დღეების განმავლობაში გამყარება დაიწყო და ეს იმას ნიშნავს, რომ მთავრობა ამ ვითარებას კარგად გაუმკლავდა.

ამასთან, როგორც კერალიმ აღნიშნა, რეგიონში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, არ არის გასაკვირი, რომ ლარის გაუფასურება ხდებოდა.

„საქართველო იმ გარემოშია, სადაც სერიოზული გამოწვევები არსებობს. ჩვენ ვიცით, რომ ჩრდილოეთში კრიზისი იყო. რუსეთის ეკონომიკაზე გავლენა მოახდინა სანქციებმა და კონფლიქტმა უკრაინასთან, ამან, რა თქმა უნდა გავლენა იქონია საქარტველოზეც. საქართველო არ არის ცალკეული კუნძული, მას აქვს სავაჭრო ურთიერთობები რუსეთთან, უკრაინასთან და სხვა პარტნიორებთან. ამ ყველაფერმა გავლენა იქონია საქართველოში გაცვლით კურსზეც. ეს ასევე იმ საგარეო ფაქტორითაა გამოწვეული, რომ დოლარი გამყარდა ყველა ვალუტის მიმართ. ასე რომ არ არის გასაკვირი, რომ ლარის გაუფასურება ხდებოდა“, - განაცხადა ჰენრი კერალიმ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსი ჟურნალისტი და ბლოგერი იური დუდი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში დაამატეს
RBC-Ukraine: აზერბაიჯანმა და თურქეთმა მხარი დაუჭირეს ევროკავშირის სანქციების მოხსნას რუსი მილიარდერის, უსმანოვის წინააღმდეგ
პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი ოჯახის განცხადებას, რომ მსჯავრდებულ გიორგი დავითაძეზე სისტემატური ძალადობა ხორციელდება, სიცრუეს უწოდებ
რუბიომ და ლავროვმა თითქმის ერთი საათის განმავლობაში განიხილეს უკრაინა და აშშ-რუსეთის ურთიერთობები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics