|
2018-04-18 11:57:46, 1780 ნახვა
კომენტარი
ციხელაშვილი: ის ფაქტი, რომ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემა დაგვიანებით მოხდა, სრულფასოვანი პროცესის წარმართვას ართულებს
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ის ფაქტი, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემა 26 დღის დაგვიანების შემდეგ მოხდა, ექსპერტიზის ჩატარებას და სრულფასოვანი პროცესების წარმართვას ართულებს. როგორც სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა, ყველა მექანიზმი და ფორმატი იქნება გამოყენებული იმისთვის, რომ საქმეზე ეფექტური გამოძიება ჩატარდეს. „რა თქმა უნდა ის ფაქტი, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემა მოხდა დაგვიანებით და ის, რომ ფაქტობრივად 26 დღის შემდეგ მივაღწიეთ, ცხედარი ყოფილიყო გადმოსვენებული წითელი ჯვრის მეშვეობით, თავისთავად ართულებს ექსპერტიზის ჩატარებას და სრულფასოვანი პროცესების წარმართვას. ბუნებრივია, მე ველოდები რომ ამ დღეებში იქნება პირველადი შედეგები ცნობილი, რაც პირველ რიგში გამოძიებისთვის არის მნიშვნელოვანი და საკვანძო. ჩვენ, როგორც ადრეც ვთქვით, შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ ყველა მექანიზმს და ფორმატს გამოვიყენებთ, რათა გამოძიება ჩატარდეს მაქსიმალურად ეფექტურად. ჩვენი ამოცანა ამ ეტაპისთვის გახლავთ ეს“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)