|
2018-04-18 11:36:22, 1390 ნახვა
კომენტარი
ციხელაშვილი ფლავისმანთან მოქალაქის გატაცებაზე: ეს არის ადამიანების წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკის მორიგი გამოვლინება
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი სოფელ ფლავისმანიდან საქართველოს მოქალაქის გატაცებას ადამიანების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად აფასებს. როგორც ციხელაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ქართული მხარე მოქალაქე თამაზ ილურიძის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს. "გუშინ, როგორც კი, გატაცების ფაქტი გახდა ცნობილი, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას მიეწოდა ინფორმაცია. ჩვენი მოთხოვნაა თამაზ ილურიძე დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს. ეს არის მორიგი გამოვლინება იმ პოლიტიკის, რომელიც ადამიანების წინააღმდეგ არის მიმართული წლების განმავლობაში. ხდება ადამიანების სრულიად უკანონოდ დაკავება. ეს პრაქტიკა მიანიშნებს იმაზე, რომ ეს პროცესი მთლიანად არის მიმართული ყველას წინააღმდეგ" , - განაცხადა ციხელაშვილმა. შეგახსენებთ, რომ რუსმა ოკუპანტებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავისმანის მიმდებარე ტერიტორიიდან საქართველოს მოქალაქე თამაზ ილურიძე გუშინ გაიტაცეს. იგი ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით მაშინ დააკავეს, როდესაც თანასოფლელთან ერთად სოფლის მიმდებარე საძოვრებზე პირუტყვს მწყემსავდა. ამ უკანასკნელმა გაქცევა მოახერხა. არსებული ინფორმაციით, თამაზ ილურიძე ცხინვალის დროებითი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)