01:59 - 05 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-18 10:43:13, 1449 ნახვა

კომენტარი
მეზვრიშვილი: შეიქმნა მობილური აპლიკაცია, რომელიც მსხვერპლს აძლევს შესაძლებლობას, 112-ში ჩუმი შეტყობინება გააგზავნოს

შინაგა საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, შეიქმნა მობილური აპლიკაცია, რომელიც მსხვერპლს აძლევს შესაძლებლობას, დროის მოკლე მონაკვეთში 112-ში ჩუმი შეტყობინება გააგზავნოს.

აღნიშნულთან დაკავაშირებით მეზვრიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ისაუბრა.  

„ოჯახში ძალადობის მიმართულებით, გარკვეული რეკომენდაციები სახალხო დამცველმაც მოგვცა და ეს რეკომენდაციები ძირითადად ეხებოდა ინფორმაციის სისტემატიზაციას და ჩვენ ამას უკვე ვაკეთებთ. რაც შეეხება იმას თუ რა გავაკეთეთ აქამდე, რამდენიმე თვის წინ 112-ში შეიქმნა და უკვე დაინერგა მობილური აპლიკაცია, რომელიც მსხვერპლებს აძლევს იმის შესაძლებლობას, რომ დროის მოკლე მონაკვეთში გააგზავნონ ჩუმი შეტყობინება, რაც განსაკუთრებით ეფექტიანია ოჯახში ძალადობის ფაქტებზე, იქ სადაც მსხვერპლებს არ აქვთ ტელეფონის აღების და 112-ში დარეკვის შესაძლებლობა, იმ მიზეზით, რომ ახლომახლო იმყოფება მოძალადე. ეს აპლიკაცია მსხვერპლს აძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ოპერატიულდ დაუკავშირდეს პოლიციას, გააგზავნოს მოკლე ტექსტური შეტყობინება და რაც მთავარია ეს ყველაფერი გააკეთოს მოძალადისგან ფარულად“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბრეიზა სანქციებს ითხოვს - კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს
პაველ ჰერჩინსკი - ნუ დაკარგავთ იმედს, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია
ჰერჩინსკი - საქართველო ევროკავშირის კანდიდატად მხოლოდ სახელით რჩება
კალასი - იანვარში საქართველოს შესახებ სიღრმისეულად ვიმსჯელებთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics