|
2018-04-17 22:28:54, 2549 ნახვა
პოლიტიკა
აბაშიშვილი: ვიღაცას ვიღაცის გარდაცვალებამ ახალი სიცოცხლე შესძინა მარგველაშვილის წინააღმდეგ პოლიტიკურ ბრძოლაში
პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის წინააღმდეგ პოლიტიკური ბრძოლა მიმდინარეობს. როგორც აბაშიშვილმა გადაცემა „არჩევანში“ განაცხადა, ამ ბრძოლაში ჩართული პირები ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას მათ სასარგებლოდ იყენებენ: „ეს ის ხალხი არაა 7-8 წლის წინ რომ საუბროდნენ იმის შესახებ, რომ ციხეები პატიმრებით იყო სავსე?ამ ხალხის უმრავლესობა იმ სისტემებში მუშაობდა მაშინ, რომელიც იყო სისტემური დანაშაულების შემოქმედი. 2 წლის პრეზიდენტმა 6 თვე ჩამოაკლო პატიმარს, რომელიც შემდგომ გამოვიდა. ამის შემდგომ აწ გარდაცვლილმა რამდნეიმე საათით ადრე მიმართა პოლიციას, რომ ემუქრებოდნენ სიკვდილით და პოლიციამ ის ვერ დაიცვა. ახლა ვსაუბრობთ, რომ მკვლელობამდე 2 საათის წინ პილიციას რომ მიმართა, მან ვერ დაიცვა და თურმე მომხდარი მარგველაშვილის 2 წლის წინანდელი გადაწყვეტილების ბრალია? მიუხედავად ამისა, მარგველაშვილმა აიღო თავის თავზე და გამოთქვა კონსულტაციების სურვილი, რათა ასეთი ტრაგედიები არ განმეორდეს.პასუხად მივიღეთ, რომ სიურპრიზებია მოსალოდნელი და ვიღაცას ვიღაცის გარდაცვალებამ ახალი სიცოხლე შესძინა მარგველაშვილის წინააღმდეგ პოლიტიკური ბრძოლის გასამართად. პოლიტკოსები რომ ბედნიერები არიან მარგველაშვილის ლანძღვით და ამ ტრაგედიას რომ პოლიტიკური სპეკულაციებისთვის იყენებენ, ესაა უბედურება“,-განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
რუსეთის ირკუტსკისრეგიონში ჭირის ინფექციის გამო საავადმყოფოში თითქმის 200 ადამიანია მოთავსებული
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)