|
2018-04-17 22:18:22, 2202 ნახვა
პოლიტიკა
კოჟორიძე: მოწმე გავხდით ვანო ზარდიაშვილის მიერ დაანონსებული მორიგი სიურპრიზისა, რომლის დამკვეთიც "ქართული ოცნებაა"
საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებების საკითხებში კახა კოჟორიძე აცხადებს, რომ საზოგადოება კიდევ ერთხელ გახდა მოწმე, ვანო ზარდიაშვილის მიერ დაანონსებული იმ სამწუხარო სიურპრიზისა, რომელსაც პოლიტიკურად დადგმული სპექტაკლი ჰქვია და რომლის დამკვეთიც პარტია "ქართული ოცნებაა" და რომელში მონაწილეობასაც, უკვე სხვადასხვა სახელმწიფო უწყებები იღებენ. აღნიშნული განცხადება კახა კოჟორიძემ ჟურნალისტებთან იმ გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას გააკეთა, რომელის მიხედვითაც, პრეზიდენტმა შეიწყალა მსჯავრდებული, რომლის საქმეც სააპელაციო სასამართლოში ისევ განიხილვის პროცესშია. "დღეს გავრცელებული ინფორმაციაც ამის ერთერთი ნათელი მაგალითია. როდესაც შეწყალებასთან დაკავშირებით, იმ დადგენილი პრაქტიკისგან განსხვავებით, რომელიც არსებობს პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და სხვადასხვა უწყებებს შორის თანამშრომლობის თვალსაზრისით, ამ შემთხვევაშიც არ მოხდა ინფორმაციის მოწოდება, იმის შესახებ იყო თუ არა ეს საქმე გასაჩივრებული. შეწყალების კომისიამ დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დამატებით მიმართა, ამაზეც პასუხი იყო ის, რომ არ იყო გასაჩივრებული. ამ ყველაფრის შემდეგ ზარდიაშვილის დაანონსებული სიურპრიზები გამოდის დღისწესრიგში. ძალიან სამწუხარო და დამაზიანებელია სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით, რომ ამაში მონაწილეობენ სახელმწიფო უწყებები", - აღნიშნა კახა კოჟორიძემ.
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
რუსეთის ირკუტსკისრეგიონში ჭირის ინფექციის გამო საავადმყოფოში თითქმის 200 ადამიანია მოთავსებული
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)