|
2018-04-17 18:35:45, 1855 ნახვა
პოლიტიკა
გიგი წერეთელი: საქართველოს საკითხებთან დაკავშირებით ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა რეზოლუციის მიღებაზე იმსჯელებს
დანიის დედაქალაქში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელსაც ასამბლეის პრეზიდენტი, გიგი წერეთელი უძღვებოდა. სხდომაზე ბიუროს წევრებმა სხვადასხვა საკითხებთან ერთად, ორგანიზაციის მომავალი წლის ბიუჯეტი, იტალიის, რუსეთის ფედერაციის და აზერბაიჯანის რეპუბლიკაში გამართული არჩევნები და სადამკვირვებლო მისიების ანგარიშები მოისმინეს. ბიუროს წევრები კომიტეტის მომხსენებლების და სპეციალური წარმომადგენლების ანგარიშებსაც გაეცნენ. ბიუროს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, საქართველოს მიმართ რუსეთის ქმედებები კიდევ ერთხელ დაგმო და აღნიშნა, რომ საპარლამენტო ასამბლეა აუცილებლად იმსჯელებს რეზოლუციის მიღების თაობაზე, სადაც საქართველოს საკითხები აისახება. „10 წელი ხდება საქართველო-რუსეთის ომის შემდეგ და სამწუხაროდ, რუსეთი კვლავაც არ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს. საქართველოს ტერიტორიის ნაწილი ისევ რუსეთის ოკუპაციის ქვეშ არის, სადაც ადამიანის უფლებების თვალსაზრისით, საკმაოდ მძიმე ვითარებაა", - განაცხადა გიგი წერეთელმა. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ბიუროს წევრებს „ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიის" შესახებ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია გააცნო და აღნიშნა, რომ მომხდარი მკვლელობების გამო ჯერაც არავინ დასჯილა, რაც თავის მხრივ, ნეგატიურ ტენდენციას წარმოადგენს. მისივე განცხადებით, საერთაშორისო ორგანიზაციები და მათ შორის, ეუთო საპარლამენტო ასამბლეა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მსჯელობას გამართავს, რათა მომავალში პრევენციული ღონისძიებები გატარდეს და მსგავს დანაშაულთან დაკავშირებული პირები თავისუფლად არ გადაადგილდებოდნენ. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს სხდომაზე განხილულ საკითხებზე, შესაბამის რეზოლუციებს, ასამბლეის ყოველწლიურ შეკრებაზე მიიღებს, რომელიც 7-11 ივლისს ბერლინში გაიმართება.
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
რუსეთის ირკუტსკისრეგიონში ჭირის ინფექციის გამო საავადმყოფოში თითქმის 200 ადამიანია მოთავსებული
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)