|
2018-04-17 16:02:08, 1389 ნახვა
კომენტარი
გახარია: მართლმსაჯულების სისტემა უნდა იყოს ერთიანი და აბსოლუტურად გააზრებული
შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, მართლმსაჯულების სიტემა უნდა იყოს ერთიანი და გააზრებული, როგორც გახარიამ აღნიშნა, მწყობრი სისტემური პოლიტიკა დღეს არ არსებობს. „რა არის ახლა ჩვენი ყველაზე დიდი გამოწვევა?, ის, რომ მართლმსაჯულების სისტემა უნდა იყოს ერთიანი, აბსოლუტურად გააზრებული სისტემა, გამართული, რომლის ყველა ნაწილი, როგორც არის შს სამინისტრო, პროკურატურა, სასამართლო, სასჯელაღსრულება, პრეზიდენტი თავისი შეწყალების ინსტიტუტით, პარლამენტი თავისი ამნისტიის ინსტიტუტით - ეს ყველაფერი უნდა იყოს ერთმანეთთან დაკავშირებული და ერთ ლოგიკაში მოქცეული. მწყობრი სისტემური პოლიტიკა დღეს არ არსებობს და არ არსებობს იმიტომ, რომ ყველა, თავისი ლოკალური რაღაც კომპლექსებიდან გამომდინარე, რაღაცებს წყვეტს. შესაბამისად, ეს გამოწვევები, რა თქმა უნდა, იზრდება. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, კონცეპტუალური პრობლემა რაშია - ის კომპლექსი, რაც გვქონდა, სიმკაცრის გაუაზრებელი და გაუმართლებელი, ამ კომპლექსმა პირდაპირ მიგვიყვანა ასევე გაუმართლებელ და გაუაზრებელ ჰუმანურობამდე და ლიბერალიზმამდე, იმ შემთხვევაში, როდესაც ამ ჰუმანურობის მომსახურების ინფრასტრუქტურა და ეფექტიანობის კომპეტენცია არა გვაქვს", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)