|
2018-04-17 15:47:03, 1506 ნახვა
კომენტარი
გახარია: ზოგიერთ შემთხვევაში ბანკები არის მუხრუჭი, ზოგში კი - ეკონომიკის განვითარებისთვის სერიოზული მამოძრავებელი ძალაა
„ზოგიერთ კონკრეტულ შემთხვევაში ბანკები არის მუხრუჭი, ზოგ შემთხვევაში კი საკმაოდ სერიოზული მამოძრავებელი ძალაა ეკონომიკის განვითარებისთვის“, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, საქართველოში ეკონიმიკური განვითარების ყველა სახის მუხრუჭი უნდა მოიხსნას. „ჩვენი ძირითადი პრობლემა გახლავთ იმაში რომ არა მხოლოდ ეკონომიკური გადმოსახედიდან, მათ შორის უსაფრთხოების გადმოსახედიდანაც, ეს ქვეყანა უნდა გადავაქციოთ გამოწვევების ქვეყნიდან შესაძლებლობების ქვეყნამდე ეკონიმიკური თვალსაზრისით. ყველა სახის მუხრუჭი უნდა მოიხსნას. დამწყები ბიზნესმენებისთვის კაპიტალზე წვდომა არის უმნიშვნელოვანესი მათი განვითარებისთვის. ზოგიერთ კონკრეტულ შემთხვევაში ბანკები არის მუხრუჭი, ზოგ შემთხვევაში კი საკმაოდ სერიოზული მამოძრავებელი ძალაა ეკონომიკის განვითარებისთვის“,- აღნიშნა გახარიამ ფინანსთა მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადების კომენტირებისას, რომლის თანახმადაც, „ბანკები ეკონომიკის განვითარები მუხრუჭი არ უნდა იყოს“.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)