|
2018-04-17 15:36:24, 1415 ნახვა
კომენტარი
გახარია ტატუნაშვილზე: გამოვიყენებთ ყველა ინსტრუმენტს, რომელიც სრულფასოვანი ექსპერტიზის ჩასატარებლად დაგვჭირდება
„გამოვიყენებთ ყველა ინსტრუმენტს, რომელიც სრულფასოვანი ექსპერტიზის ჩასატარებლად დაგვჭირდება“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ არჩილ ტატუნაშვილის ორგანოების გადმოცემის საკითხთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა. „ამ ტრაგიკულ შემთხვევასთან მიმართებაში გამოძიება მიმდინარეობს. დღეს მე არ მაქვს საკმარისი ინფორმაცია, რომ ამ კონკრეტულ შეკითხვას, ორგანოების გადმოცემის საკითხს ვუპასუხო, ამაზე ჩვენ ვმუშაობთ. ჩვენი ძირითადი ამოცანა გახლავთ ის რომ ექსპერტიზა, რაც შეიძლება ეფექტური, ყოვლისმომცველი იყოს. ექსპერტიზა არის ჩვენი ძირითადი კომპონენტი, ძირითადი ინსტრუმენტი საგამოძიებო პროცესის ლოგიკურ დასასრულამდე მიყვანისთვის, ამიტომ ჩვენ გამოვიყენებთ ყველა იმ სეგმენტს, რომელიც დაგვჭირდება სრულფასოვანი ექსპერტიზის ჩასატარებლად, მათ შორის, საერთაშორისო ექსპერტების მოწვევის კომპონენტიც“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)