|
2018-04-16 16:42:40, 1859 ნახვა
კომენტარი
ზარდიაშვილი: გიორგი მარგველაშვილმა სახელმწიფოს მტრები შეიწყალა
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თამჯდომარის პირველი მოადგილე ვანო ზარდიაშვილი პრეზიდენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს შეწყალებასთან დაკავშირებით არაკვალიფიცურს უწოდებს. როგორც ზარდიაშვილმა აღნიშნა, ბარნოვზე ახალგაზრდა ქალის მკვლელობაში ბრალდებულს უდო-ზე უარი 6-ჯერ ეთქვა, თუმცა პრეზიდენტმა ის მაინც შეიწყალა. "შეწყალებების საკითხებში ჩვენ კიდევ ბევრი სიურპრიზი გველის ალბათ, რადგან იმდენად არაკომპეტენტურად ან არაკვალიფიციურად აქვს შეწყალების კომისიას და თვითონ პრეზიდენტ მარგველაშვილს შეწყალებები გაკეთებული. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ სუბიექტური ინტერესიც ჰქონდეს ამ შეწყალებებში, რადგან არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარება ეს შეწყალებები. ჩვენ ვნახეთ, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტს უდო-ზე 6-ჯერ აქვს უარი ნათქვამი პრეზიდენტისთვის ბაქრაძის შეწყალებაზე. ეს ადამიანი არის შეწყალებული ძალადობრივ დანაშაულზე. ეს ადამიანები არიან სახელმწიფოს მტრები და სახელმწიფოს მტრები შეიწყალა გიორგი მარგველაშვილმა", - განაცხადა ზარდიაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)