|
2018-04-16 13:36:44, 1760 ნახვა
კომენტარი
კილაძე: გედევან ფოფხაძე არის ცილისმწამებელი - ჭორაობას ურჩევნია, საქმე აკეთოს
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძემ თავისი მოადგილე გედევან ფოფხაძე სიცრუეში დაადანაშაულა. როგორც კილაძემ აღნიშნა, მას გედევან ფოფხაძის ხელმოწერა არ გაუყალბებია. "გედი არის ცილისმწამებელი კაცი, ჭორაობას და ცილისწამებას ურჩევნია ის საქმე გააკეთოს, რაშიც ხელფასს იღებს, იმიტომ რომ საერთოდ არ დადის კომიტეტზე. რაც შეეხება სავარაუდო დანაშაულს, მხოლოდ ერთი რამ შემიძლია ვთქვა: როგორ შემეძლო გამეყალბებინა ფაქსიმილე, როდესაც ფიზიკურად არ ვიყავი ქვეყანაში და ვიმყოფებოდი ჩინეთში. იურისტმა კაცმა უნდა იცოდეს , რომ თუ დანაშაულს დაფარავს, თვითონვე უნდა მიეცეს პასუხისგებაში. მაშინ გედის პასუხისმგებლობაზეც უნდა ვიფიქრო"-განაცხადა კილაძე. ცნობისთვის, მანამდე გედევან ფოფხაძემ "იმედის კვირასთან" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ სოფო კილაძემ მისი ფაქსიმილე გამოიყენა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)