|
2018-04-15 12:03:25, 1865 ნახვა
პოლიტიკა
სირიის მოვლენებთან დაკავშირებით, დავით რაქვიაშვილს პრეზიდენტისგან კონსულტაციების გამართვა დაევალა
ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი სირიაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, პრეზიდენტის დავალებით კონსულტაციებს გამართავს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, „სირიაში მიმდინარე კრიზისი იმ გლობალური დაპირისპირების ერთ-ერთი ეპიზოდია, რომელიც რუსეთის ფედერაციის მიერ ჰიბრიდული მეთოდებით წარმოებულ ომსა და ცივილიზებულ სამყაროს შორის მიმდინარეობს“. „პრეზიდენტის მიერ დავალებული მაქვს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით გავმართო კონსულტაციები. პრეზიდენტი შესაბამის გადაწყვეტილებას კონსულტაციების შედეგად მიიღებს,“ - აღნიშნა დავით რაქვიაშვილმა. პენტაგონის ოფიციალური წარმომადგენლის კენეტ მაკკენზის განცხადებით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა სირიაში ქიმიური იარაღის მწარმოებელ ობიექტებზე 105 სარაკეტო იერიში მიიტანეს, - ამის შესახებ UsaToday იუწყება. პენტაგონის ცნობით, სარაკეტო იერიში სულ სამ ადგილას განხორციელდა - დამასკოს მახლობლად მდებარე კვლევით ცენტრზე და პროვინცია ჰომსის მახლობლად ქიმიური იარაღის 2 საწყობზე. მაკკენზის განცხადებით, ამ იერიშით სირიის ხელისუფლების ქიმიური იარაღის პროგრამას "რამდენიმე წლით" ბოლო მოეღო. აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს კიდევ ერთი წარმომადგენლის, დანა უაითის თქმით, ამერიკას სირიაში კონფლიქტის გაჩაღება არ სურს, თუმცა საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევას არ შეეგუება. მანვე დასძინა, რომ რაკეტებმა წარმატებით გაანადგურეს თითოული სამიზნე.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)