21:13 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-14 12:22:38, 2010 ნახვა

მსოფლიო
ტერეზა მეიმ სირიაზე განახრციელებული სარაკეტო დარტყმა „წარმატებად“ შეაფასა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი სირიაზე განხორციელებულ იერიშს გამოეხმაურა.

The Guardian-ის ინფორმაციით, მეიმ სარაკეტო დარტყმა "წარმატებად" შეაფასა.

როგორც ბრიტანეთის პრემიერმა აღნიშნა, ქვეყნის მიერ განხორციელებული სარაკეტო დარტყმის სრული შეფასება ამ წუთებშიც მიმდინაროებს, თუმცა ოფიციალური ლონდონი "ამ წარმატებაში დარწმუნებულია".

ცნობისთვის, დღეს დილით, საერთაშორისო კოალიციამ, რომელშიც აშშ, საფრანგეთი და ბრიტანეთი შედის, სირიაზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს.

აღსანიშნავია, რომ სირიაზე სარაკეტო დარტყმას მსოფლიო ლიდერები უკვე გამოეხმაურნენ. საერთაშორისო კოალიციის ქმედებებს მხარი ევროკავშირმა, ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებმა დაუჭირეს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics