|
2018-04-13 20:31:25, 1598 ნახვა
კომენტარი
ირაკლი კობახიძე: დარწმუნებული ვარ, რომ აფხაზებთან და ოსებთან შესაძლებელია ჩვენი ისტორიული მეგობრობის აღდგენა
ჩვენ გვაკავშირებს ისტორიული მეგობრობა, ურთიერთობები აფხაზებთან და ოსებთან. სამწუხაროდ, რუსულმა პოლიტიკამ ამ ყველაფერს ჩრდილი მიაყენა- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. ირაკლი კობახიძემ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელშვილის მიერ წარმოდგენილ ახალი სამშვიდობო ინიციატივასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ მეგობრობის აღსადგენად ჩვენი მხრიდან ყველაფერი უნდა გაკეთდეს. „ჩვენ გვაკავშირებს ისტორიული მეგობრობა, ურთიერთობები აფხაზებთან და ოსებთან. სამწუხაროდ, რუსულმაპოლიტიკამ ამ ყველაფერს ჩრდილი მიაყენა. 90-იან წლებში ეს იყო ხელოვნური პროცესები, რომლებიც ჯერ კიდევსაბჭოთა რეჟიმის მიერ დაიგეგმა. ამ ყველაფერმა, რა თქმა უნდა, თავისი ნეგატიური ასახვა ჰპოვა ჩვენსურთიერთობებზე. თუმცა, მე დარწმუნებული ვარ, რომ შესაძლებელია ჩვენი ისტორიული მეგობრობის აღდგენადა ჩვენი მხრიდან ამისათვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. ძალიან აქტიურად მუშაობდა გასული თვეებისგანმავლობაში ქეთევან ციხელაშვილი შესაბამის დოკუმენტებზე, შესაბამის ინიციატივებზე და რა თქმა უნდა,ჩვენ გავაგრძელებთ ამ ინიციატივის განხილვას მასთან ერთად", - განაცხადა კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)