|
2018-04-13 19:39:58, 1796 ნახვა
კომენტარი
კობახიძე: ჩვენ მოვახერხებთ კანონის მიღებას, რომელიც სამუდამოდ მოაწესრიგებს დისციპლინური სამართალწარმოების საკითხებს
„მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მოვახერხებთ საერთო შეთანხმების საფუძველზე კანონის მიღებას, რომელიც საქართველოში სამუდამოდ ძალიან კარგად და სწორად მოაწესრიგებს დისციპლინური სამართალწარმოების საკითხებს. დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი შეთანხმება აუცილებლად შედგება", -ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე დისციპლინური სამართალწარმოებისა და სასამართლოთა გადატვირთულობის საკითხები იყო განხილული, ხოლო შემდეგი შეხვედრისთვის, კი უკვე აღნიშნულ საკითხებზე კონკრეტული კანონპროექტები იქნება წარმოდგენილი. „დღეს განვიხილეთ ორი საკითხი, რომელიც შეეხებოდა დისციპლინურ სამართალწარმოებას და სასამართლოთაგადატვირთულობას. როგორც მოგეხსენებათ, საკმაოდ დიდი ხანია გრძელდება დისკუსია დისციპლინურ სამართალწარმოებასთანდაკავშირებით, და ვფიქრობთ, რომ ჩვენ ძალიან წინ წავიწიეთ ახლა, ამ ორი შეხვედრის საფუძველზე. შემდეგიშეხვედრისთვის უკვე იქნება წარმოდგენილი კონკრეტული კანონპროექტი, რომელიც ასახავს სხვადასხვა მხარის მიერწარმოდგენილ ინიციატივებს და წინადადებებს",-აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)