|
2018-04-13 14:02:54, 1501 ნახვა
პოლიტიკა
იუსტიციის მინისტრი თურქ კოლეგას შეხვდა
იუსტიციისა და საგარეო საქმეთა მინისტრების კოპენჰაგენში მიმდინარე ევროსაბჭოს მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს იუსტიციის მინისტრმა კოლეგებთან პირისპირ შეხვედრები გამართა. თეა წულუკიანი თურქეთის იუსტიციის მინისტრ აბდულჰამიდ გიულს შეხვდა და სახელმწიფოებს შორის სამართლის სფეროში თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების საკითხი განიხილა. „თურქეთის იუსტიციის მინისტრთან შეხვედრისას განხილვის მთავარი თემა სისხლის სამართლის სფეროში თანამშრომლობა იყო, ასევე, იმ ანგარიშგასაწევ საკითხებზე თანამშრომლობა, რაც ორივე ქვეყანას გვაღელვებს, რადგანაც მეზობელი სახელმწიფოები ვართ და ორგანიზებულ დანაშაულთან ერთობლივი ბრძოლა ძალიან მნიშვნელოვანია. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოსა და თურქეთის პროკურატურის ორგანოები, უშიშროების სამსახურები და იუსტიციის სისტემები კარგად თანამშრომლობენ, და რომ ეს თანამშრომლობა, მათ შორის, ექსტრადიციის საკითხში, უნდა გაძლიერდეს და გააქტიურდეს", − განაცხადა თეა წულუკიანმა. დანიის დედაქალაქში მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სისტემის წინაშე არსებულ გამოწვევებს მიეძღვნა.
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
რუსეთის ირკუტსკისრეგიონში ჭირის ინფექციის გამო საავადმყოფოში თითქმის 200 ადამიანია მოთავსებული
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)