|
2018-04-12 16:09:07, 1973 ნახვა
კომენტარი
კვირიკაშვილი: უმრავლესობის დაშლას კატეგორიულად გამოვრიცხავ
იმ რეალობაში სადაც ჩვენ ვიმყოფებით, რა თქმა უნდა, იქნება აზრთა სხვადასხვაობაც. უმრავლესობის დაშლას კატეგორიულად გამოვრიცხავ- ამის შესახებ საქართველოს პრმიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა. პრემიერის თქმით, უმრავლესობაში რაიმე სახის დაჯგუფება არ არსებობს. „იმ რეალობიდან და დემოკრატიის სრულიად სხვა ხარისხიდან გამომდინარე, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანაშია, მოლოდინები პარლამენტში ძველებური ტიპის უმრავლესობის არსებობის თაობაზე, აბსოლუტურად დაუსაბუთებელი და მოძველებულია. იმ რეალობაში, სადაც ჩვენ ვიმყოფებით, რა თქმა უნდა, იქნება აზრთა სხვადასხვაობებიც. უმრავლესობის დაშლას კატეგორიულად გამოვრიცხავ. ეს არის პროცესი, რომელიც სასურველია, ზოგიერთ შემთხვევაში გარეთ არ გამოვიდეს ხოლმე, მაგრამ, არანაირი ჩემი თუ სხვისი დაჯგუფება პარლამენტში არ არსებობს. მათ შორის, მინდა ვუთხრა იმ ადამიანებსაც, რომლებიც ჩემი სახელით აპელირებენ საკუთარი მოსაზრებების არგუმენტირებისას, ნუ გააკეთებენ ამას, იქიდან გამომდინარე, რომ ეს ერთიანობა მარტო „ქართული ოცნებისთვის" არ არის მნიშვნელოვანი; ეს სტაბილურობა არის ჩვენი ხელისუფლების უდიდესი მონაპოვარი და მას საქართველოში ვერაფერი დაემუქრება“,- აღნიშნა კვირიკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)