|
2018-04-12 15:38:31, 1394 ნახვა
კომენტარი
კობახიძე - არსებობს რესურსი, რომ უმრავლესობაში ურთიერთობები დალაგდეს, თუმცა შესაბამისი წინაპირობები იქნება
„არის კიდევ ერთხელ, გარკვეული შეცდომები, თუმცა რესურსი არსებობს იმისათვის, რომ ამ ადამიანებთანაც დალაგდეს ურთიერთობები. ამას ექნება, ბუნებრივია, შესაბამისი წინაპირობები", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, „ქართული ოცნება" მუშაობას განაგრძობს და უამრავი საქმე აქვს, მათ შორის, საქართველოს პარლამენტში, რომელსაც, ირაკლი კობახიძის თქმით, ამბიციური გეგები აქვს. „არის უამრავი დეპუტატი, ასზე მეტი დეპუტატი და უფრო მეტიც, რომელიც სწორად აკვირდება და აფასებს მოვლენებს. ყველას მოვუწოდებ, რომ სიმშვიდე შეინარჩუნონ. „ქართული ოცნება" განაგრძობს მუშაობას მთელი შემართებით. ჩვენ არ გვცალია ნამდვილად. არ უნდა გვეცალოს ყოველ შემთხვევაში, არცერთ ჩვენგანს იმისათვის, რომ ასეთი დაპირისპირების ნიშნები გავაჩინოთ. ჩვენ გვაქვს უამრავი საქმე. მათ შორის საქართველოს პარლამენტში. პარლამენტს აქვს ძალიან ამბიციური გეგმები, რომლებიც უნდა განხორციელდეს მომდევნო ორი წლის განმავლობაში. ეს არის დაკავშირებული პარლამენტის ინსტიტუციურ რეფორმასთან, ეს არის დაკავშირებული იმასთან, რომ უნდა გაძლიერდეს პარლამენტის კანონშემოქმედებითი ფუნქციები, ზედამხედველობის ფუნქციები. ახალი რეგლამენტია მოსამზადებელი და უკვე განხილვის პროცესშია ეს ყველაფერი, არის უამრავი, ძალიან ამბიციური ამოცანა, გეგმა და ეს უნდა იყოს ჩვენი დღის წესრიგი და არა ის განცხადებები, რომელსაც ვისმენთ გარკვეული დეპუტატების მხრიდან",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. მისივე თქმით, სულისკვეთებაა, რომ თანამშრომლობა თითოეულ დეპუტატთან გაგრძელდეს. „პირობები გვექნება ჩვენ, როდესაც განვაახლებთ მსჯელობას ამ ადამიანებთან. ასეთი პირობების საფუძველზე, ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვართ, რომ გავაგრძელოთ თანამშრომლობა თითოულ დეპუტატთან. პირობები იქნება, რა თქმა უნდა, თუმცა, ჩვენი სულისკვეთება მდგომარეობს იმაში, რომ აუცილებლად უნდა გაგრძელდეს მუშაობა ყველა დეპუტატთან უმრავლესობაში. პირობებს რაც შეეხება, მარტივია. დაირღვა დისციპლინა, მაგალითად, შეურაცხყოფის მიყენება თანაგუნდელისთვის არის ერთ-ერთი გამოვლინება დისციპლინის დარღვევის და ამ შემთხვევაში, ეს უნდა განხილულ იქნეს და უნდა შეფასდეს. თუ დეპუტატი პირობებზე არ მოდის, ამ შემთხვევაში გაგრძელდება შესაბამისი პროცესები. ჩვენ გვქონდა ცნობილი შეხვედრა, სადაც შევთანხმდით იმაზე, რომ გაიწერება კონკრეტული წესები და ამ წესებთან მიმართებით გვექნება შესაბამისი რეაგირების მექანიზმებიც. ასეთი წესები არსებობს ნებისმიერ დემოკრატიულ სისტემაში, ნებისმიერ დემოკრატიულ პარტიაში. იმისათვის, რომ დისციპლინა იყოს დაცული, ბუნებრივია, საჭიროა, როგორც დაუწერელი, ასევე დაწერილი წესების არსებობა. ეს წესები შემუშავდა და ეს არის ჩვენი გადაწყვეტილება და ვიმოქმედებთ ამ წესების შესაბამისად, რომელიც საბოლოოდ შეთანხმდება",-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მზია ამაღლობელმა საკუთარი პრინციპულობითა და შეუპოვრობით კიდევ ერთხელ გააშიშვლა ოცნების ავტორიტარული სისტემის რეალური სახე -მედიის ადვოკატირების კოალიცია
მდინარე ხობისწყალში დედა-შვილი დაიხრჩო
"საგანძურის მარათონში" ახალი თვე დაიწყო - ახალი გამარჯვებულები, ₾250 000-იანი საპრიზო ფონდი
WaPo: ტრამპი პენტაგონის ხელმძღვანელისგან ირანთან ომისთვის რაკეტების დეფიციტის შესახებ ახსნა-განმარტებას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)