|
2018-04-12 13:38:25, 1900 ნახვა
კომენტარი
შოთა შალელაშვილი - ირაკლი კობახიძეს დეპუტატთა ვიწრო წრე ჰყავს შემოკრებილი და მათ იქით ვერაფერს ხედავს
„პარლამენტის თავმჯდომარემ დეპუტატთა ფართო ჯგუფი უნდა შემოიკრიბოს და არა ის ვიწრო წრე, რომელიც ჰყავს შემოკრებილი და იმათ იქით ვერაფერს ხედავს“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა შოთა შალელაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, არიან ისეთი პარლამენტარები, რომლებიც ათმაგ საქმეს აკეთებენ და ამის გამო უმრავლესობის უმრავლესობა უფუნქციოდ დარჩა. „აქედან გამომდინარე, არის კითხვები. პარლამენტარები არიან ადამიანები, რომლებიც თავმოყვარეები არიან და უნდათ, დასაქმებულები იყვნენ. არ უდნა ვიყოთ პარლამენტში იმისთვის, რომ მანდატი ვატაროთ. პარლამენტის თავმჯდომარეს, როგორც ერუდირებულს, განათლებულს, ყველამ ვიცით, როგორი გაწონასწორებული ადამიანი ბრძანდება ბატონი პარლამენტის თავმჯდომარე, მაგრამ რაღაც-რაღაცები მასაც აქვს შესაცვლელი, იგივე დეპუტატებთან ურთიერთობა, ცოტა ფართე ჯგუფი უნდა შემოიკრიბოს, არ უნდა შემოიკრიბოს ის გარკვეული წრე, რომელიც მას ჰყავს შემოკრებილი და იმათ იქით ვერაფერს ხედავს“, - განაცხადა შოთა შალელაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)