|
2018-04-11 19:35:54, 1682 ნახვა
კომენტარი
პუტინი: მდგომარეობა სულ უფრო ქაოტური ხდება, თუმცა რუსეთი იმედოვნებს, რომ ჯანსაღი აზრი გაიმარჯვებს
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის შეფასებით, მდგომარეობა მსოფლიოში სულ უფრო ქაოტური ხდება, - ამის შესახებ კრემლის ხელმძღვანელმა 17 ქვეყნის ელჩების მიერ რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიაზე განაცხადა. Russia Today-ს ცნობით პუტინმა აღნიშნა, რომ მსოფლიოში არსებული სიტუაცია არ შეიძლება შეშფოთებას არ იწვევდეს. "მსოფლიოში საქმის ვითარება შემაშფოთებულია. მდგომარეობა სულ უფრო ქაოტური ხდება, თუმცა რუსეთი იმედოვნებს, რომ ჯანსაღი აზრი ბოლოს და ბოლოს გაიმარჯვებს, საერთაშორისო ურთიერთობები კონსტრუქციულ ფორმას მიიღებენ, ხოლო მთელი მსოფლიო სისტემა უფრო სტაბილური და პროგნოზირებადი გახდება", - განაცხადა პუტინმა. ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით რუსეთი გააფრთხილა. როგორც ტრამპმა აღნიშნა, ის სირიის მიმართულებით რაკეტებს გაუშვებს. შეგახსენებთ, რომ 8 აპრილს სირიის სახელისუფლო ძალებმა აღმოსავლეთ ღუტაში ტოქსიკური გაზი გამოიყენეს, რასაც ქალაქ დუმაში 70-მდე ადამიანი ემსხვერპლა. აშშ მომხდარზე პასუხისმგებლობას ასადის მოკავშირე რუსეთს აკისრებს, ოფიციალური მოსკოვი კი ბრალდებებს უარყოფს. 10 აპრილს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სირიაში განვითარებულ მოვლენებზე ამერიკის პასუხი 48 საათის განმავლობაში გახდება ცნობილი.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)