|
2018-04-10 13:21:27, 1940 ნახვა
კომენტარი
თალაკვაძე - გარკვეული ჯგუფები ცდილობენ, მოსახლეობაში ნიჰილიზმი და უნდობლობა დანერგონ
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2017 წლის ანგარიშს გამოეხმაურა. დეპტატმა სუს-ის მიერ განხორციელებული საქმიანობა დადებითად შეაფასა. "გამოვყოფდი ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული საფრთხეების შესახებ ინფორმაციას, ასევე ანტიტერორისტული მიმართულებით გაწეულ სამუშაოს და იმ მონაცემებს, რომელიც ამასთან დაკავშირებით არის ანგარიშში. ასევე, ხაზგასმით გამოვყოფდი უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების მიზნებისა და საფრთხეების გამოვლენას ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე, სადაც პირდაპირ ჩანს, რომ სპეციალურად მუშაობდნენ იმისათვის, რომ მოსახლეობაში დანერგონ ნიჰილიზმი, დანერგონ უნდობლობა, ასევე გააღვივონ ეთნიკურ ან რელიგიურ ნიადაგზე კონფლიქტები. ბუნებრივია, ყველა ამ მიმართულებით მივესალმებით სუს-ის საქმიანობას", - განაცხადა თალაკვაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)