16:19 - 10 May, 2026
|
2018-04-07 15:39:45, 2280 ნახვა
მსოფლიო
კანადაში ავტოავარიას 14 სპორტსმენი ემსხვერპლა
კანადაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც 14 სპორტსმენი დაიღუპა, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ერთმანეთს ავტობუსი და სატვირთო ავტომობილი შეეჯახა. უბედური შემთხვევა სასკაჩევანის პროვინციაში, ერთ-ერთ მაგისტრალზე მოხდა. მედიის ცნობით, ავტობუსში Humboldt Broncos-ს ჰოკეისტები იმყოფებოდნენ, რომლებიც სხვა ქალაქში მატჩზე მიდიოდნენ. სპორტსმენები 16-დან 21 წლამდე ასაკის იყვნენ. ავტობუსში სულ 28 ადამიანი იმყოფებოდა. სამედიცინო დახმარების ჯფუფებმა კიდევ 14 დაშავებული პირი საავადმყოფოში გადაიყვანეს. 3 მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია. მომხდარს კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრიუდო გამოეხმაურა. მან დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა.
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
კანარის კუნძულებზე MV Hondius-ის მგზავრების ევაკუაცია მიმდინარეობს, სადაც ჰანტავირუსი დაფიქსირდა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)