|
2018-04-05 15:00:26, 1756 ნახვა
კომენტარი
დიმიტრი ქუმსიშვილი: დაშავებულების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში მყოფი დაშავებული მეშახტეების მდგომარეობას პირადად გაეცნო. სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა ტყიბულში მინდელის შახტაში მომხდარი შემთხვევის დროს დაშავებულები მოინახულა. დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, ტყიბულის მინდელის შახტაში მომხდარი შემთხვევის დროს დაშავებული ერთ-ერთი მეშახტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია - „ის კონტაქტურია, ჩვენ მასთან ვისაუბრეთ დეტალებზე. მას კარგად ახსოვს მომხდარი უბედური შემთხვევა - როგორ დაარტყა ჰაერის ტალღამ და როგორ მიანარცხა, გადააგდო. როგორც მან გვითხრა, სადღაც 17 მეტრზე მაინც გადააგდო ჰაერის ტალღამ“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. რაც შეეხება მეორე დაშავებულს, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, მისი მდგომარეობა ოდნავ მძიმეა, თუმცა, ის კონტაქტურია. „ჩვენ დავარწმუნეთ ოჯახის წევრები, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა რაც შეიძლება მალე გამოსწორდეს და ისინი დაუბრუნდნენ თავიანთ ოჯახებს და სურვილის შემთხვევაში, თავიანთ საქმეს“, - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)