|
2018-04-05 14:05:38, 1823 ნახვა
კომენტარი
ქუმსიშვილი: „საქნახშირის“ წარმომადგენლებს შევხვდი და მათგან დეტალური ინფორმაცია მივიღე
პირველი ვიცე-პრემიერ, ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი კომპანია "საქნახშირის" წარმომადგენლებს შეხვდა. როგორც ქუმსიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, კომპანიის წარმომადგენლებისგან მომხდართან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიიღო. "ეს არის უდიდესი ტრაგედია, რომელიც ჩვენ შეგვემთხვა და ამ ტრაგედიას ვერაფერი გადაფარავს. კომპანიის წარმომადგენლებთან მქონდა დეტალური საუბარი. მათ ამიხსნეს, თუ რა მოხდა თვითონ შახტაში. გამოძიება უკვე დაწყებულია. გარდაცვლილები გადაყვანილი არიან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში. 3 დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია. კომპანიის წარმომადგენლებისგან მივიღე ინფორმაცია, თუმცა ჩვენი სამშენებლო ზედამხედველობის და ინსპექტირების სპეციალისტები ადგილზე არიან და საქმეს შეუდგნენ", - განაცხადა ქუმსიშვილმა. შეგახსენებთ, ამ დროისთვის არსებული წინასწარი ინფორმაციით, მინდელის შახტაში, დაახლოებით 03.45 საათზე, დასავლეთის მე-10 ველში, პირველ ნახშირმომპოვებელ უბანში, სავარაუდოდ, მოხდა ე.წ. „სამთო დარტყმა," (გვირაბის გვერდითი ქანების ჩამოშლა, რომელსაც ახლავს ჰაერის დარტყმითი ტალღის გავრცელება). შემთხვევის შედეგად დაღუპულია ექვსი ადამიანი. დაშავებული სამი ადამიანი კი გადაყვანილია ქუთაისისა და ტყიბულის საავადმყოფოებში.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)