|
2015-05-21 12:29:35, 770 ნახვა
ეკონომიკა
არჩილ მესტვირიშვილი: არსებულ შოკებზე რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესო პასუხი გვაქვს
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოადგილე არჩილ მესტვირიშვილი ბანკის მიერ გატარებული მონეტარული პოლიტიკით კმაყოფილია. როგორც მესტვირიშვილმა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე 2014 წლის ანგარიშის წარდგენისას დეპუტატის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, საქართველოს ეროვნულ ბანკს რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესო მონეტარული პოლიტიკა და არსებულ შოკებზე საუკეთესო პასუხი აქვს. "ჩვენ მიერ გატარებული მონეტარული პოლიტიკით მე თვითონ კმაყოფილი ვარ და ამაზე შეგვიძლია ამ დარგის არა მიკერძოებულ ექსპერტებს ვკითხოთ. ჩვენ საერთაშორისო ორგანიაზციებს თუ ვკითხავთ, შეიძლება დაგიდასტუროთ, რომ რეგიონში გვაქვს ერთ-ერთი საუკეთესო მონეტარული პოლიტიკა და რეგიონში გვაქვს ერთ-ერთი საუკეთესო პასუხი არსებულ შოკებზე.ეს არ არის დიდი შეღავათი იმისათვის, ვისაც სესხი აქვს დოლარით აღებული და ლარით აქვს შემოსავალი. მას ეს თემები საერთოდ არ აინტერესებს. ამიტომ, ჩვენი, თქვენი და მთავრობის ერთობლივი ღონისძიებებით უნდა იყოს ამ პრობლემებზე შესაბამისი რეაგირება. რაც შეეხება თვითონ მომეტარული პოლიტიკის მიერ რეაგირებას, ჩვენი აზრით, 2014 -შიც და აქამდეც გაკეთდა მაქსიმალური, რაც შეიძლება გაკეთებულიყო",-განაცხადა არჩილ მესტვირიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)