|
2018-04-05 12:56:24, 1616 ნახვა
კომენტარი
ქუმსიშვილი: ყველა შესაბამისი სამსახური სრული დატვირთვით მუშაობს ტრაგედიის შესახებ ობიექტური პასუხის მისაღებად
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დაღუპული მეშახტეების ოჯახებს მიუსამძიმრა. მისი თქმით, ხელისუფლების ყველა შესაბამისი სამსახური სრული დატვირთვით მუშაობს ტრაგედიის მიზეზის დასადგენად და მომხდარის შესახებ ობიექტური პასუხის მისაღებად: „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ტყიბულის მინდელის სახელობის შახტაში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო, რომელმაც ექვსი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ესუდიდესი ტრაგედია და დანაკლისია არამარტო მათი ოჯახებისთვის, არამედ თითოეული ჩვენგანისთვის, პირადად ჩემთვის. სამძიმარს ვუცხადებ და ვიზიარებგარდაცვლილთა ოჯახის წევრების და მეგობრების მწუხარებას. მინდა, დაგარწმუნოთ, რომ ხელისუფლების ყველა შესაბამისი სამსახური სრული დატვირთვით მუშაობს ტრაგედიის მიზეზის დასადგენად და მომხდარის შესახებ ობიექტური პასუხის მისაღებად",-ნათქვამია დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებაში. ამ დროისთვის არსებული წინასწარი ინფორმაციით, მინდელის შახტაში, დაახლოებით 03.45 საათზე, დასავლეთის მე-10 ველში, პირველ ნახშირმომპოვებელ უბანში, სავარაუდოდ, მოხდა ე.წ. „სამთო დარტყმა," (გვირაბის გვერდითი ქანების ჩამოშლა, რომელსაც ახლავს ჰაერის დარტყმითი ტალღის გავრცელება). შემთხვევის შედეგად დაღუპულია ექვსი ადამიანი. დაშავებული სამი ადამიანი კი გადაყვანილია ქუთაისისა და ტყიბულის საავადმყოფოებში.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)