18:47 - 16 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-21 11:47:52, 501 ნახვა

პოლიტიკა
ეკა ბესელია: ეროვნული ბანკის ანგარიშისადმი ჩვენი მიდგომა ძალიან კრიტიკულია

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის მიდგომა ეროვნული ბანკის 2014 წლის ანგარიშის მიმართ ძალიან კრიტიკულია,-ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს ეროვნული ბანკის 2014 წლის ანგარიშის მოსმენის დაწყებამდე განუცხადა.

ბესელიას თქმით, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს აინტერესებს, თუ რამდენად დროული და ქმედითი იყო ეროვნული ბანკის მიერ გატარებული ღონისძიებები ლარის კურსის გაუფასურების პერიოდში.

"ჩვენი მიდგომა ეროვნული ბანკის ანგარიშისადმი ძალიან კრიტიკულია. ჩვენ გვაინტერესებს სავალუტო პროცესთან დაკავშირებით, როდესაც ხდებოდა ლარის კურსის გაუფასურება, როდესაც ჩვენი მოქალაქეები, კონკრეტული ადამიანები დაზარალდენენ და მათთვის იყო ეს ყველაზე მძიმე ტვირთი, ამ პროცესში რამდენად დროული, ქმედითი და ეფექტური იყო ის ღონისძიებები, რომელიც ეროვნულმა ბანკმა გაატარა.  კანონმდებლობიდან გამომდინარე, ეროვნული ბანკის მიმართ მოთხოვნა სწორედ ისაა, რომ ჩარევა, ინტერვენცია ყოფილიყო დროული და სწრაფი",-განაცხადა ეკა ბესელიამ.

მისივე თქმით, კარგია, რომ ეროვნული ვალუტის კურსის გამყარება დაიწყო და ეს მოსალოდნელიც იყო.

თუმცა,  იქიდან გამომდინარე, რომ ამ პროცესმა  მოქალაქეებზე  ნეგატიური გავლენა იქონია, ამ კუთხით, ეროვნული ბანკის მიმართ საკმაოდ კრიტიკული შენიშვნები არსებობს.

რაც შეეხება ბიუჯეტის შესრულების პარამეტრებს, ეკა ბესელიას განცხადებით, იმ უწყებების შესრულების პარამეტრები, რომლებსაც ადამიანის უფლებათა კომიტეტი მეთვალყურეობას უწევს, გასულ წელთან შედარებით უკეთესია. თუმცა მისივე განმარტებით,  არებობს სხვადასხვა სამსახურები, სადაც გარკვეული შეკითხვები არსებობს, მაგალითად, იურიდიული დახმარების სამსახური და ა.შ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გრიგოლ ლილუაშვილს, 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
აშშ-ის სასამართლომ საქართველოს ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურის პროექტისთვის ENKA-სთვის 350 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა
სამინისტროები, რომლებიც წელიწადნახევრის განმავლობაში დააცალკევეს კვლავ გაერთიანდნენ
მარია ზახაროვამ ახალგაზრდა ქართველებს რუსეთში ჩამოსვლისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics