|
2018-04-04 15:18:48, 1662 ნახვა
კომენტარი
მდინარაძე: გედევან ფოფხაძის გადაწყვეტილება არის ნაჩქარევი, შეცდომა და არასწორი
„გედევან ფოფხაძის გადაწყვეტილება არის ნაჩქარევი, შეცდომა და არასწორი“, - ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე საპარლამენტო უმრავლესობის დატოვების შესახებ ფოფხაძის განცხადებას. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, მმართველი გუნდის ნაწილის მიერ ნინია კაკაბაძის მხარდაჭერის ერთადერთი არგუმენტი იყო ის, რომ ოპოზიციას თავისი კვოტის რეალიზების საშუალება მისცემოდა. „გადაწყვეტილება იქნა შემდეგნაირად მიღებული, მეორე კანდიდატს, რომელიც სახალხო დამცველმა წარმოდგინა, ჰქონდა საერთო მხარდაჭერა, გუნდში ამაზე შეთანხმებას მივაღწიეთ, ხოლო გუნდის ნაწილის მიერ ნინია კაკაბაძის მხარდაჭერის ერთადერთი არგუმენტი იყო, რომ ოპოზიციას მისცემოდა თავისი კვოტის რეალიზების საშუალება. მე პირადად მხარი მისთვის არ დამიჭერია, მაგრამ უმრავლესობის ნაწილმა გადაწყვიტა, რომ ეს საშუალება არ წაერთმიათ უმცირესობისთვის და მხოლოდ ამ არგუმენტის გამო უმრავლესობის დატოვება შეცდომად მიმაჩნია. მან მე პირადად ჩამაყენა სიტყვიერად საქმის კურსში და ამის შემდეგ გააკეთა განცხადება მედიასთან“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)