|
2018-04-04 13:12:33, 1340 ნახვა
კომენტარი
რატიანი საპარლამენტო უმრავლესობას: თქვენთვის აღარ არის საინტერესო ხალხის მხარდაჭერა - მხოლოდ ბიუროკრატიაზე ზრუნავთ
"ევროპული საქართველოს" წევრი სერგო რატიანი ბორჯომში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და საპარლამენტო უმრავლესობას ძალადობაში ადანაშაულებს. რატიანის შეფასებით, მმართველი გუნდის ქმედება ბორჯომის საკრებულოში „პოლიტიკური უტიფრობის მაგალითია“. "თქვენ და ამ შემთხვევაში ბატონ გედი ფოფხაძეს მივმართავ, დამალული იყავით ამ მოვლენებისგან და ნახეთ იქ რა ძალადობა ხდებოდა. ბორჯომის მოვლენები შეიძლება შევაფასოთ პოლიტიკური უტიფრობის განუმეორებელ მაგალითად. ამან კიდევ ერთხელ გამოაჩინა "ქართული ოცნების" სახე და ეს სახე არის შემაშფოთებელი, როდესაც თქვენ მიმართავთ ძალადობას. ამ ძალადობას მიმართავს დემოკრატიულად არჩეული სახელმწიფო დემოკრატიულად არჩეული საკრებულოს მიმართ. ადამიანები გამოამწყვდიეთ შენობაში, იყო ზეწოლა და ფიზიკური ძალადობა. რისთვის გააკეთეთ ეს? - იმისთვის, რომ რამდენიმე ჩინოსანისთვის ხელფასი მოგემატებინათ. თქვენ გესმით, რომ ეს არ არის პოპულარული ნაბიჯი, მაგრამ თქვენთვის აღარ არის საინტერესო ხალხის მხარდაჭერა. თქვენთვის მნიშვნელოვანი არიან ჩინოვნიკები, ამათგან ელით თქვენ მხარდაჭერას და მათ უნდა აჭამოთ ხალხის ფული. თქვენ გგონიათ, რომ ეს მომავალ არჩევნებზე გიხსნით. თანდათან ადამიანები მიხვდებიან, რომ თქვენ ზრუნავთ მხოლოდ ბიუროკრატიაზე", - განაცხადა სერგო რატიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)