|
2018-04-04 12:07:07, 1598 ნახვა
კომენტარი
პრემიერი: მნიშვნელოვანია, ჩვენმა მოზარდებმა ერთმანეთი გაიცნონ სპორტში და არა ქუჩაში
განათლების სამინისტრო სასკოლო სპორტულ ოლიმპიადას ეროვნულ დონეზე ჩაატარებს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელს ხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, გადაწყვეტილების მთავარი მიზანი, მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და ამ წესის დამკვიდრების ხელშეწყობაა. კვირიკაშვილის განმარტებით, სასკოლო სპორტული ოლიმპიადის საწყის ეტაპზე ჩართვა სპორტული მონაცემების მიუხედავად ყველა მოსწავლეს შეეძლება: „სასკოლო სპორტულ ოლიმპიადებთან დაკავშირებით, ასევე აძალიან მნიშვნელოვანი ახალი ინიციატივაა, განათლების სამინისტრო სასკოლო სპორტულ ოლიმპიადას ეროვნულ დონეზე ჩაატარებს. გადაწტყვეტილებების მთავარი მიზანი მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და ამ წესის დამკვიდრების ხელშეწყობაა.სასკოლო სპორტული ოლიმპიადის საწყის ეტაპზე ჩართვა სპორტული მონაცემების მიუხედავად ყველა მოსწავლეს შეეძლება. ამ პროგრამის ბიუჯეტი თითქმის ორმაგდება და 1700-ზე მეტი საჯარო და კერძო სკოლების 100 000-ზე მეტი მოსწავლე მიიღებს ამაში მონაწილეობას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 8000-ზე მეტი სპორტული შეჯიბრის ჩატარებაზეა საუბარი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა მოზარდებმა ერთმანეთი გაიცნონ სპორტში და არა ქუჩაში. მივესალმები ამ ინიციატივას“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)